ფინანსური მენეჯერი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
ინდუსტრია: რითეილი/საცალო ვაჭრობა
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია ჯგუფის CFO-სთან და საქართველოს წარმომადგენლობის აღმასრულებელ დირექტორთან; თავად მართავს ფინანსური ანალიტიკოსებისა და ბუღალტერიის გუნდებს.
დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ჯგუფის ნაწილს, რომელიც ოპერირებს საცალო ვაჭრობის სექტორში და მართავს არაერთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდს 8 ქვეყანაში საქართველოს ჩათვლით. ორგანიზაცია გამოირჩევა დინამიკური სამუშაო გარემოთი, მაღალი ოპერაციული სტანდარტებითა და საერთაშორისო კორპორაციული მართვის პრაქტიკებით. კომპანია აქტიურად არის ორიენტირებული ბიზნესის განვითარებაზე, ინოვაციებზე და თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე.
პოზიციის აღწერა
ფინანსური მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის ფინანსური მიმართულების სრულ მართვაზე, მათ შორის ფინანსური ანგარიშგების, ბიუჯეტირების, ხაზინის, საგადასახადო შესაბამისობისა და შიდა კონტროლის პროცესების ზედამხედველობაზე. პასუხისმგებლობა ითვალისწინებს ფინანსური გუნდის ხელმძღვანელობას, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას და ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად ფინანსური ანალიზისა და რეკომენდაციების მიწოდებას.
ძირითადი ამოცანები:
გუნდის მართვა
- გუნდისთვის KPI-ების განსაზღვრა და შუალედური/წლიური შეფასებების ჩატარება
- გუნდში შედეგიანობასა და პროფესიული განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო კულტურისა და გარემოს უზრუნველყოფა.
ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისობა
- ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების პროცესების ზედამხედველობა IFRS-ისა და ჯგუფის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადება და წარდგენა დადგენილ ვადებში
- გარე აუდიტის დროულად შესრულებისა და აუდიტის პროცესში სრული თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
ბიუჯეტის და P&L-ის კონტროლი
- წლიური ბიუჯეტის მუდმივი კონტროლი დამტკიცებულ P&L-თან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
- ბიუჯეტის გადახრების მონიტორინგი, ანალიზის ჩატარება და საჭირო კორექტირების ინიცირება მომგებიანობის შესანარჩუნებლად.
საგადასახადო შესაბამისობა და რისკების მართვა
- მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა
- საგადასახადო რისკების ეფექტიანი მართვა და შესაბამისი საბუღალტრო პოლიტიკის დანერგვა კომპანიის ფინანსური სტაბილურობის დასაცავად.
ფულადი ნაკადების მართვა
- ფულადი ნაკადების ოპტიმალური დონის შენარჩუნება საოპერაციო და სტრატეგიული საჭიროებების მხარდასაჭერად
- ფულადი ნაკადების მართვა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფა მიმდინარე და სამომავლო ვალდებულებების შესასრულებლად
- ბანკებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდების, სესხების, საბანკო გარანტიების, აკრედიტივებისა და სხვა საბანკო პროდუქტების საუკეთესო პირობების მისაღებად.
- მომწოდებლებთან ანგარიშსწორება და ეფექტიანობის კონტროლი
- კრედიტორული დავალიანების ეფექტიანი მართვა და მაღალი ბრუნვის მაჩვენებლის შენარჩუნება
- პროცესებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება ეფექტიანობის, კონტროლისა და სიზუსტის გასაზრდელად.
შიდა კონტროლი და აქტივების დაცვა
- ბიუჯეტის, შემოსავლებისა და ხარჯების ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემების შენარჩუნება და განვითარება.
ჯვარედინი თანამშრომლობა დეპარტამენტებთან
- IT, BPO და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ფინანსური და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების მიზნით
- პროექტებისა და კამპანიებისთვის რესურსებისა და ბიუჯეტის განაწილება
- მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესაბამისად ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია.
სტრატეგიული კომუნიკაცია და დაგეგმვა
- სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია ჯგუფის სტრატეგიებთან შესაბამისობისა და სამომავლო ბიზნესგანვითარების გეგმების შეთანხმების მიზნით
- მენეჯმენტის შეხვედრებში მონაწილეობა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად ფინანსური ანალიზისა და რეკომენდაციების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან მომიჯნავე მიმართულებით
- პროფესიული სერტიფიკატები (ACCA, CPA, CMA ან სხვა შესაბამისი კვალიფიკაცია) ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
- ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მიმართულებით მინიმუმ 8-10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის გუნდების მართვის პრაქტიკა
- IFRS-ისა და ადგილობრივი საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა
- გარე ფინანსური აუდიტების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება
- ბიუჯეტირების, ხარჯების კონტროლისა და ხაზინის (Treasury) ოპერაციების მართვის პრაქტიკული გამოცდილება
- მოლაპარაკებების წარმოების, ლიდერობისა და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის გამორჩეული უნარები.
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. "One Point" ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.