ფინანსური მენეჯერი — CPAY

samushao.ge
CPAY — ლოგო
CPAY

ფინანსური მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია: შ.პ.ს. CPAY

პოზიცია: ფინანსური მენეჯერი

CPAY არის ლიცენზირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ელექტრონული საფულე, არის Visa-ს ასოცირებული წევრი და უშვებს წინასწარი გადახდის ბარათებს.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის ყოველდღიური ფინანსური და საბუღალტრო ოპერაციების დაგეგმვა, ორგანიზება და აღრიცხვა;
  • გადახდების მომზადება, განხორციელება და კონტროლი
  • საბანკო ანგარიშების მართვა, გადარიცხვების განხორციელება, ამონაწერების ყოველდღიური კონტროლი და ანგარიშების შეჯერება;
  • კომპანიის ფულადი ნაკადების (Cash Flow) მონიტორინგი და ლიკვიდობის კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, კონტროლი და პერიოდული შეჯერება;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, შემოწმება, სისტემატიზაცია და არქივაცია;
  • ფინანსური და საბუღალტრო მონაცემების ასახვა შესაბამის პროგრამებში (Oris, 1C ან სხვა);
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებასა და დახურვის პროცესში მონაწილეობა;
  • საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, ქონების და სხვა) მომზადებაში მონაწილეობა და ვადების კონტროლი;
  • ბიუჯეტის დაგეგმვის, ფინანსური ანალიზისა და ხარჯების კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
  • Excel-ში ანალიტიკური ანგარიშების, ფინანსური მოდელებისა და მენეჯერული რეპორტების მომზადება;
  • ფინანსური დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობასა და კომპანიის შიდა რეგულაციებთან;
  • საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობის, აუდიტორებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის;
  • პარტნიორ ბანკებთან, Visa-სთან, საგადახდო სისტემებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ფინანსური ოპერაციების მხარდაჭერა;
  • კომპანიის ფინანსური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (ან ბოლო კურსის სტუდენტი);
  • 1C-ის ან Oris-ის ცოდნა;
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • სიზუსტე, პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად

სამუშაო გრაფიკი - 10:00 – 18:00

ლოკაცია - თბილისი, პეკინის ქუჩა 33ა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →