ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი — შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი — ლოგო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსობრივი განვითარება;
  • სილაბუსების მონიტორინგი და განახლება;
  • პროგრამის მიზნებისა და სწავლების შედეგების შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებთან;
  • წლიური ანგარიშებისა და თვითშეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
  • აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • სტაჟირების ობიექტებთან და დამსაქმებლებთან კომუნიკაცია;
  • სასწავლო და საგამოცდო პროცესების კოორდინაცია;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისგან უკუკავშირის მიღება;
  • საგრანტო პროექტების მოძიება, სტუდენტური კვლევითი მუშაობის მხარდაჭერა და საჯარო აქტივობების ინიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება — განათლების სფეროში მუშაობის სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 1 წლისა ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • ინგლისური ენა - მინიმუმ B2+დონეზე;
  • უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტები;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები;
  • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი.

პიროვნული უნარები:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი.