ფილიალის მენეჯერის
იტალიური რესტორანი "მილანური ბისტროს" პეკინისა და გლდანის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა
ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
- ფილიალის საოპერაციო პროცესების მართვა
- თანამშრომლების შერჩევა/დატრენინგება/ადაპტაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
- ფილიალის მარაგებისა და პროდუქციის კონტროლი/შესყიდვა
- შეფ-მზარეულთან კოორდინირებული მუშაობა
- გაყიდვების პროგრამაში მუშაობა/ სალაროს მართვა-კონტროლი
- თანამშრომლების ცვლების შედგენა/კონტროლი
- ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება/შედეგების ანალიზი
- კომპანიის ბუღალტერთან კოორდინირებული მუშაობა
- RS-ზე მუშაობა და ფილიალის შესყიდვების დოკუმენტური ვალიდურობის კონტროლი
- ფილიალის სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის ზედმიწევნით დაცვა/კონტროლი
- თანამშრომლების ჩეკლისტების შედგენა/წარმოება/კონტროლი
- HACCP სტანდარტის მიხედვით მუშაობის უზრუნველყოფა
საჭირო გამოცდილება და უნარები:
- ჰორეკა სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- გუნდის მართვის გამოცდილება
- სალარო პროგრამებში (სასურველია FINA) მუშაობის გამოცდილება
- შესყიდვების/გაყიდვების სრული ციკლის მართვის გამოცდილება
- ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ანალიზის უნარი
- სასურველია ყავისა და ალკოჰოლური სასმლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა
მისამართი: თბილისი, პეკინის 8; ვეკუას 14
სამუშაო ცვლები: (9 სთ)
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.