ფილიალის მენეჯერი - რუსთავი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" რუსთავის ახალ ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.
ფილიალი: რუსთავი, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 2100 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში I თვეს -1900, II თვე - 2000)
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
- მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;
- დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება;
- ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
- პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/V618gbJb