ფილიალის მენეჯერი - გურჯაანი
კომპანია ჯიბე Cash & Carry, გურჯაანის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 08:00-16:00
ანაზღაურება: 2000₾ (გამოსაცდელ პერიოდში I თვე - 1800₾, II თვე- 1900₾ , მესამე თვიდან -2000₾)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით;
- სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
- დაქვემდებარებულ პერსონალზე შესასრულებელი სამუშაოს თანაბარი და სამართლიანი გადანაწილება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მათი თანამდებობრივი ინსტრუქციის, სამუშაო პროცედურების, მომსახურების სტანდარტებისა და შინაგანაწესის გაცნობა;
- მომხარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- მაღაზიის კვარტლური გეგმის შესრულების ღონისძიებების დაგეგმვა, მონიტორინგი;
- პროდუქციის შეკვეთა - საჭიროების შემთხვევაში;
- შესყიდვებისა და გაყიდვების სამსახურის, ფინანსური განყოფილების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
- პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღაზიის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი, ან მსგავსი).