ფილიალის მენეჯერი - ბათუმი — ჯიბე ქეშ & ქერი

samushao.ge
ჯიბე ქეშ & ქერი — ლოგო
ჯიბე ქეშ & ქერი

ფილიალის მენეჯერი - ბათუმი

₾2100 ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" ბათუმის ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.

სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 (კვირაში 6 დღე)

ანაზღაურება: 2100 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 1900-2000) + სეზონური დანამატი 200₾

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
  • მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება;
  • ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
  • პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →