ფილიალის მენეჯერი — ფიტნეს დარბაზი რეფორმა

ფიტნეს დარბაზი რეფორმა — ლოგო
ფიტნეს დარბაზი რეფორმა

ფილიალის მენეჯერი

შეთანხმებით აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი და სხვა ჯგუფური ვარჯიშებით, ასევე გამოიყენოთ პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურება, თქვენზე მორგებული პაკეტებით და აბონემენტებით.

ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.

"რეფორმა"-ს გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ახალ თანამშრომელს - ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რეფორმას ფილიალი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
გრაფიკი: ცვლების მიხედვით - 08:00-16:00; 16:00-00:00
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების ხელმძღვანელობა, სამუშაო გრაფიკის გაწერა და მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დარბაზში ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** დარბაზში ჰიგიენისა და წესრიგის კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთა/მიღება/ნაშთების კონტროლი;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების კონტროლი;
** ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** კომპანიის დაგეგმილი აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეალიზაციის რეპორტების წარმოება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური/რუსულის ენების ცოდნა.

უნარები:

** გუნდის მართვის და ლიდერული უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** მეგობრულ. მხარდამჭერ გარემოს;
** ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ