ფილიალის მენეჯერი — YOYOSO

YOYOSO — ლოგო
YOYOSO

ფილიალის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კორეული ბრენდი "YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 132.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი;
  • ფილიალში წესრიგის კონტროლი და მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად ინტერიერის განლაგება;
  • საწყობში და მაღაზიაში ნაშთების მუდმივი კონტროლი;
  • ფილიალში არსებული პროდუქციის პერიოდული აღწერა;
  • მუდმივი ზრუნვა გაყიდვების გეგმის შესრულებაზე;
  • თანამშრომლებისთვის გეგმის მიცემა და მათი კონტროლი;
  • სალაროს ნაშთების კონტროლი და ინკასაცია;
  • პროდუქციის პროგრამულად მიღება და მარაგების დასაწყობება;
  • პროდუქციის მოძრაობის თანმდევი დოკუმენტაციის (შემოსავლის, გასავლის ორდერები და სხვ.) კონტროლი;
  • ფილიალის დროულად გახსნა/დახურვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ფილიალის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია).

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "yoyoso" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ