ფილიალის მენეჯერი
მაღაზიათა ქსელი "Icity" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
აისითი 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოში, სპეციალიზდება Apple, Dyson, B&O, Xiaomi, honor, Garrett, realme და სხვა ცნობილი ბრენდების მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მათი აქსესუარების შეთავაზებაზე, ასევე გთავაზობთ პირველი კლასის სერვისს.
ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს ფილიალისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება:
- მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლზე;
- ფილიალის პერსონალის კოორდინაციაზე მაღალი დონის სერვისის უზრუნველსაყოფად;
- პროცესების ზოგად მართვაზე (მომხმარებლებთან მუშაობა, პროდუქციის პრეზენტაცია, კომპანიის სტანდარტების დაცვა).
მოვალეობები:
- კომპანიის სავაჭრო ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტის მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/მონიტორინგი;
- ობიექტზე დასაქმებულ პირთა ზედამხედველობა და კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტების პერსონალის, მოლარე-კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
- სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გამოცდილება: ტექნიკის სფეროში მსგავს პოზიციაზე- მინიმუმ 1 წელი;
- ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
- გამართული მეტყველების უნარი;
- არაკონფლიქტური;
- მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00 - 19:00 საათამდე.
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი + ბონუსი
- კარიერული წინსვლის პერსპექტივა
- კორპორაციული დაზღვევა.
- მუშაობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიკურად განვითარებად კომპანიაში;
- ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი