ფილიალის მენეჯერი — Xiaomi Georgia

Xiaomi Georgia — ლოგო
Xiaomi Georgia

ფილიალის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Xiaomi Georgia - "Xiaomi"-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

"Xiaomi Georgia" 5 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ პროდუქტებსა და აქსესუარებს. კომპანიის პორტფელში წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიცაა Xiaomi, Dreame, Roborock, Deerma, MOVA, Shark, Volto, realme, HONOR, Redmi, Garrett, Amazfit, Medicube და სხვა.

ძირითადი ფუნქციები:

  • ფილიალის ყოველდღიური საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა და მონიტორინგი;
  • სავაჭრო ობიექტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ფილიალის თანამშრომლების, მათ შორის მოლარე-კონსულტანტების, საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
  • თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესის ორგანიზება და კომპანიის სტანდარტების შესრულების კონტროლი;
  • მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების პროცესის მართვა და რეალიზაციის ზრდაზე ორიენტირება;
  • პროდუქციის სწორად განთავსებისა და პრეზენტაციის კონტროლი;
  • პროდუქციის ასორტიმენტისა და მარაგების კონტროლი;
  • სამუშაო პროცესში წარმოშობილი საკითხების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
  • შესრულებული სამუშაოს შედეგების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფილიალის მენეჯერის/მაღაზიის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება ტექნიკის საცალო ვაჭრობის სფეროში;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • გუნდის მართვისა და თანამშრომლების კოორდინაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • კარგი კომუნიკაციისა და გამართული მეტყველების უნარი;
  • სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • შედეგზე და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, (არაუმეტეს კვირაში 40 საათისა)
  • დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
  • კორპორატიული დაზღვევა;
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
  • მუშაობა დინამიკურად განვითარებად კომპანიაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის გამზირი.