ფილიალის მენეჯერი — ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა

ფილიალის მენეჯერი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

"იცა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

იცა არის სასწავლო ცენტრი, რომელიც აერთიანებს გამოცდილ მასწავლებლებსა და წარმატებულ მოსწავლეებს. ცენტრი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად ვითარდება.

მთავარი მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

  • სასწავლო პროცესის ორგანიზება (გაკვეთილების ცხრილების შედგენა, მოსწავლეთა ჯგუფებში განაწილება)
  • მოსწავლეთა რეგისტრაცია
  • კომუნიკაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ერთი მხრივ ცენტრს, მეორე მხრივ კი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის კოორდინირება.
  • საქმისწარმოება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
  • შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
  • თვის ბოლოს მოსწავლეთა შედეგების გაგზავნა მშობლებისთვის.
  • ცენტრის განვითარების, ახალი იდეების განხორციელებისა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.
  • ცენტრში აკადემიური და ჰარმონიული გარემოს უზრუნველყოფა.

მენეჯერს მოეთხოვება:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, Power Point ფლობა.
  • სასურველია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე
  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებისა და საქმისწარმოების უნარი
  • კრეატიულობა
  • პუნქტუალურობა

ანაზღაურება: შეთანხმებით - კვალიფიკაციიდან გამომდინარე

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

იცას მისამართი: ი. ტურგენევის N5 (მარჯანიშვილის მეტროსთან)

ცენტრი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს.

რეზიუმეს მიღების ბოლო დღე: 30.08.2026

ჩვენ მოგიძებნით მენეჯმენტის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა მენეჯმენტის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.