ფარმაცევტული საწყობის ოპერატორი — კონსილიუმ მედულა

კონსილიუმ მედულა — ლოგო
კონსილიუმ მედულა

ფარმაცევტული საწყობის ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ფარმაცევტული საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ.

სამუშაო გრაფიკი: 09:00 დან 17:00 საათამდე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფარმაცევტული პროდუქციის მიღება, შემოწმება, დასაწყობება და შესაბამის ადგილებზე განთავსება
  • პროდუქციის აღრიცხვა და პროგრამულად ასახვა
  • ფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გადაადგილებისა და გაცემის ოპერაციების დროული და ზუსტი ასახვა
  • საწყობში წესრიგის, სისუფთავისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფა
  • მარაგების ყოველთვიური აღრიცხვა

აუცილებელი მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა იყოს ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ან ჰქონდეს ფარმაცევტის შესაბამისი კვალიფიკაცია
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა და დისციპლინა

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!