ფარმაცევტი- ქუთაისი — აილაინი

აილაინი

ფარმაცევტი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამედიცინო ცენტრი "აილაინი" იწვევს ენერგიულ და პროფესიონალ კადრს ფარმაცევტის პოზიციაზე ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტების კონსულტაცია და მედიკამენტების შერჩევაში დახმარება რეცეპტის მიხედვით;
  • აფთიაქში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი და რეალიზაცია;
  • სამკურნალო საშუალებების მიღება, დახარისხება და შენახვის პირობების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეკვეთების ფორმირება მომწოდებლებთან;
  • სააფთიაქო პროგრამაში მუშაობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფარმაციის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 1 წელი);
  • სააფთიაქო პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა და პაციენტებთან თავაზიანი მომსახურების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას;
  • თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ განვითარებას.

ქ. ქუთაისი ი. აბაშიძის 32ა