ფარმაცევტი — ფარმანეტი

ფარმანეტი

ფარმაცევტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფარმაცევტული კომპანია "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენთან თითოეულ თანამშრომელს აქვს პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ჩვენი უპირატესობაა მზარდი ანაზღაურება და ეფექტური საბონუსე სისტემა, კომპანია სრულად უნაზღაურებს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 40 საათი ან ურთიერთშეთანხმებით;
  • ხელფასი: ურთიერთშეთანხმებით;
  • კომპენსაცია: კომპანია სრულად აფინანსებს თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევას კარგი პირობებით;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი 12ა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთა ფარმაცევტული კონსულტაციის გაწევა და მაღალხარისხიანი მომსახურება;
  • მომხმარებელთა ინფორმირება მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ;
  • პროდუქციის მიღების, შენახვის, აღრიცხვის და გაცემის პროცესებში მონაწილეობა;
  • შეამოწმოს და უზრუნველყოს პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
  • შეასრულოს ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება;
  • აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, თავაზიანობა, სწრაფი რეაგირების უნარი, გაწონასწორებულობა.