ფარმაცევტი — პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა — ლოგო
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

ფარმაცევტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:30 -17:30სთ

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკის ცენტრალურ აფთიაქში განყოფილებების მოთხოვნის საფუძველზე მომწოდებლებიდან მიღებული ერთჯერადი სამედიცინო დანიშნულების მასალების მიღებისას შემოსული პროდუქციის თანხვედრის შემოწმება ზედნადებთან;
  • ფარმაცევტული საქონლის ვადების შემოწმება და დასაწყობება;
  • ერთჯერადი და სახარჯი მასალის გაცემა განყოფილებებიდან წარმოდგენილი მოთხოვნა (რეცეპტის) საფუძველზე, რომელიც აღირიცხება პროგრამულად და გამოყოფილია მედიკამენტებისაგან;
  • მომწოდებლებიდან მიღებული პროდუქციის შეტანა/აღრიცხვა სამედიცინო პროგრამაში;
  • სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
  • ყოველი თვის განმავლობაში ნაშთების გადამოწმება (საქონელბრუნვის სიდიდის გამო);
  • თვის ბოლოს აღწერის გაკეთება და პროგრამული ნაშთის შედარება ფაქტობრივ ნაშთთან აფთიაქის ხელმძღვანელთან ერთად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება.
  • სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს: ფარმაცევტის დიპლომი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 09 ოქტომბრამდე.