ER რეგისტრატორი — კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი — ლოგო
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი

ER რეგისტრატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი” აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1

სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს)

ძირითადი ფუნქციები:

  • გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
  • პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ