ქოლ-ცენტრის ოპერატორი / რეზერვი
ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის (რეზერვი) პოზიციაზე.
ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის ფუნქციონირებას.
დამატებითი ინფორმაცია ცენტრის შესახებ: www.tpl.ge
პოზიციის ძირითადი პასუხისმგებლობები
- სავალდებულო დაზღვევის პოლისით მოსარგებლე პირებისთვის მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პირველადი კონსულტაციის გაწევა და შემდგომი მოქმედებების განმარტება;
- სადაზღვევო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის სატელეფონო არხით მიღება, დამუშავება და შესაბამის პროგრამულ სისტემაში რეგისტრაცია;
- მიღებული ინფორმაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დროული გაზიარება და საჭირო კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- შესაბამისი შემთხვევების შემდგომი პროცესის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
- შემომავალი ზარების დამუშავება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
- ცენტრში მოქმედი სატელეფონო მომსახურებისა და მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- მომხმარებლისთვის ზუსტი, გასაგები და პროფესიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, ქოლ-ცენტრის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში ჩართულობა კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
- მომხმარებელთა მომსახურების ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ციფრული სამუშაო ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციის დამოუკიდებლად წარმართვისა და ზარის სრულად დამუშავებისთვის საჭირო დონეზე.
მნიშვნელოვანი უნარები და პიროვნული თვისებები
- გამართული და გასაგები ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ და ინფორმაციის ზუსტად დამუშავების უნარი;
- პასუხისმგებლობა და საიმედოობა;
- რთულ და არასტანდარტულ სიტუაციებში პროფესიული და კონსტრუქციული კომუნიკაციის უნარი;
- რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კოორდინაციის უნარი;
- დისციპლინირებულობა და სამუშაო სტანდარტების დაცვის უნარი;
- სამუშაო საჭიროებებთან ადაპტირების უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ფორმატი: დისტანციური;
- სამუშაო გრაფიკი: მცოცავი ცვლები, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებს;
- პოზიცია ითვალისწინებს ქოლ-ცენტრის თანამშრომელთა ჩანაცვლებას მათი დროებითი არყოფნის პერიოდში, მათ შორის შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში;
- საწყის ეტაპზე პოზიცია ითვალისწინებს დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლის ჩანაცვლებას;
- საჭიროების შემთხვევაში, რეზერვის ოპერატორი ჩაერთვება ქოლ-ცენტრის მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაშიც;
- ანაზღაურება და სხვა პირობები: განიხილება შერჩევის პროცესში.