ემერჯენსის განყოფილების ექიმი- ბათუმი
ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას ემერჯენსის განყოფილების ექიმის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გადაუდებელი მდგომარეობების მქონე პაციენტების შეფასება და მართვა;
- პაციენტის მდგომარეობის სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა;
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა მოქმედი პროტოკოლების შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართების ორგანიზება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება;
- მულტიდისციპლინურ გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
- გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.