ელექტროსკუტერების მონიტორინგის თანამშრომელი — JET Sharing Technologies

JET Sharing Technologies — ლოგო
JET Sharing Technologies

ელექტროსკუტერების მონიტორინგის თანამშრომელი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

JET Sharing Technologies აცხადებს ვაკანსიას ელექტროსკუტერების მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ანაზღაურება: 1400 ლარი

მოვალეობები:

  • ქუჩაში განთავსებული გასაზიარებელი ელექტროსკუტერების მოწესრიგება და არასწორად პარკირებული სკუტერების შესაბამის ადგილას გადაადგილება;
  • მოსახლეობისა და ელექტროსკუტერების მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების წესების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში მათი გაფრთხილება;
  • Google Forms-ში შესაბამისი ფორმის სწორად შევსება და მონაცემების აღრიცხვა შემდგომი ანალიზისთვის.

მოთხოვნები:

  • ელექტროსკუტერის მართვის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • სუბორდინაციის დაცვა.

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე — 12:00-დან 20:00 საათამდე (1 საათი შესვენება)