ელექტროშემკეთებელი (ფოთი)
ჰანიველ ცემენტი
ლოკაცია: ფოთი, ლარნაკას ჩიხი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღე-ღამის ცვლა, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრულ ნაწილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ყველა ელექტრული ძრავის, აგრეგატის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ავარიული სიტუაციის შემთხვევაში მიიღოს ქმედითი ზომები მის აღმოსაფხვრელად;
- დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების წარმოება;
- შემოსული და გასული ტვირთების ზუსტი აწონვა და აღრიცხვა;
- სასწორის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სასწორის გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება და ხელმძღვანელის ინფორმირება;
- პასუხისმგებელია აწონვის სიზუსტეზე, აწონვის აქტებისა და შესაბამისი აღრიცხული მონაცემების სიზუსტეზე;
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ელექტროინსტრუმენტებისა და გამზომი მოწყობილობების გამოყენება;
- ელექტროსქემების წაკითხვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პაუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს:
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის;
- კვების ხარჯების ანაზღაურება;
- სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის;
- ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში.