ელექტრონეირომიოგრაფიის ექიმის ასისტენტი
ევექსი საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.
"ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონეირომიოგრაფიის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლებისა და გაიდლაინების გათვალისწინებით
- ელექტრონეირომიოგრაფიის კვლევის ჩატარება, მონაცემების გაზიარება ექიმისთვის
- პაციენტისთვის ელექტრონეირომიოგრაფიის კვლევის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება
- პაციენტისთვის კვლევის შედეგების გადაცემა
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან
ვაკანსიის მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია ნევროლოგიის მიმართულებით)
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)