ექთნის თანაშემწე/რეინჯერი — ნიუ ჰოსპიტალსი

ნიუ ჰოსპიტალსი — ლოგო
ნიუ ჰოსპიტალსი

ექთნის თანაშემწე/რეინჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის/რეინჯერის თანამდებობაზე სხვადასხვა განყოფილებაში.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა, ექთნის თანაშემწე;
  • მისაღებია, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები;
  • სასურველია, შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაიდლაინების მიხედვით მუშაობა - ასეპტიკა, ანტისეპტიკა;
  • პაციენტის მოვლაში ექთნის დახმარება კლინიკაში არსებული პროცედურებისა და პროტოკოლების შესაბამისად;
  • პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში;
  • პაციენტების ბიოლოგიური მასალის/დოკუმენტაციის ლაბორატორიისათვის მიწოდება;
  • შიდა პროტოკოლების დაცვა;

პიროვნული თვისებები:

  • განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა, გულისხმიერება;
  • ორგანიზებულობა, აკურატულობა.

ვაკანსიის ბოლო ვადა: 21.09.2026-მდე

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.