ექთანი-ლაბორანტი/ფლებოტომისტი
შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ექთანი-ლაბორანტი/ფლებოტომისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
- ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
მოვალეობები:
- პაციენტისთვის, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, ვენიდან სისხლის აღება;
- ტექნიკურად გამართული ვენეფუნქციის შესრულება;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- მიკროსკოპთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება პრიორიტეტად);
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების ქონა ჩაითვლება პრიორიტეტად.
სხვა უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სიახლეების ათვისების უნარი;
- მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში თქვენ დაგხვდებათ:
- სასიამოვნო და მეგობრული გარემო;
- გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass;
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.
წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.