ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტი
შპს "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის პრეანალიზურ მიმართულებაში ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზ.33ბ;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევი ჩათვლით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე;
ანაზღაურება: 1200 ლარი; პლუს ბონუსები
ძირითადი ფუნქციები:
- ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით;
- კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების დამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში;
- მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი;
- ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ინტეგრაციის მოდულის მართვა;
- საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ფერშალ-ლაბორანტი);
- სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის მენეჯმენტი;
- სისხარტე, ოპერატიულობა.