ექთანი- ქუთაისი
"ადეიშვილის ცენტრალური ჰოსპიტალი" სტაციონარულ განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე.
ადეიშვილის კლინიკების ქსელი დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 11 ფილიალით და აქტიურად ავითარებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო პროექტს რეგიონში — ადეიშვილის ცენტრალურ ჰოსპიტალს.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ლოკაცია: ქ.ქუთაისი, ზ.გამსახურდიას პირველი შესახვევი N15
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს;
- თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას;
- წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო გრაფიკს;
- ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების მოვლა და მონიტორინგი;
- საჭირო წამლების პაციენტებისთვის დანიშნულ დროში მიწოდება, მათ შორის ინექციების, გადასხმების და მედიკამენტების სწორად მიღების კონტროლი;
- პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული პროცედურების დოკუმენტირება;
- სტერილურობის დაცვა და სუფთა სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
- ექიმებთან და სხვა სამედიცინო პერსონალთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ექთნად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
საჭირო უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- წესებისა და პროცედურების დაცვა;
- ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.