ექთანი — ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი — ლოგო
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი

ექთანი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დეპარტამენტები: გადაუდებელი მედიცინის საექთნო დეპარტამენტი; ენდოსკოპიური საექთნო მიმართულება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის ტრიაჟი, იდენტიფიკაცია და საექთნო შეფასება;
** საექთნო მოვლის დაგეგმვა და განხორციელება;
** საექთნო მოვლის შედეგების შეფასება;
** რეკომენდაციის გაცემა კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროების შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა;
** არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სათანადო კომუნიკაცია სამედიცინო პერსონალთან, პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან;
** ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების დაცვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის გადაბარება მორიგე ცვლის დასაქმებულისთვის, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ჩატარებული პროცედურების თაობაზე;
** აჰთ-ის შრომის შინაგანაწესის, ქცევისა და ეთიკის კოდექსის, შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიისა და ხანძარ საწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საექთნო განათლება.

ცოდნა და უნარები:

** საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები;
** პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში;
** პაციენტის ტრიაჟი, პირველადი საექთნო შეფასება და მონიტორინგი;
** გადაუდებელი დახმარების საფუძვლები
** სამედიცინო ტერმინოლოგია;
** სტანდარტები საექთნო ჩარევის შესახებ;
** საექთნო პროცესის დოკუმენტურად გაფორმების წესი;
** მედიკამენტების გამოყენების, განზავებისა და შენახვის წესები;
** ინფექციის კონტროლისა და პრევენციის წესები;
** სისხლისა და სისხლის შემცვლელი კომპონენტების შენახვის წესები;
** სამედიცინო აპარატურასთან მუშაობის წესები;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პუნქტუალური
** ემპათიური
** კეთილსინდისიერი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ