ექთანი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს შერჩევას ექთნის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
სამუშაო გრაფიკი: განიხილება როგორც სრული, ისე ნახევარი განაკვეთი.
სრული განაკვეთი: კვირაში 40 სთ, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო დახმარებას უწევს მოულოდნელად ავად გამხდარ სტუდენტებს და პერსონალს, ცალკე გადაჰყავს და უტარებს პირველად სამედიცინო დახმარებას. ექთანს არ აქვს მედიკამენტოზური ჩარევის უფლება, თუ აუცილებლობა მოითხოვს, უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება;
- აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში და აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტაციას, როგორც სტუდენტების, ასევე პერსონალის შესახებ;
- უზრუნველყოფს სამედიცინო მასალების კონტროლს და მუდმივად ზრუნავს მათ განახლებაზე;
- უზრუნველყოფს სამედიცინო ოთახის სისუფთავეს და სამედიცინო ნივთების და ხელსაწყოების დეზინფექციას;
- მუდმივად ეცნობა სამედიცინო სიახლეებს და ზრუნავს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე;
- ასრულებს სხვადასხვა დავალებებს, ხელმძღვანელის მითითებით, კომპეტენციის ფარგლებში;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია სტუდენტებსა და თანამშრომლებში. შესაბამისი ღონისძიებების გატარება უნივერსიტეტში;
- უნივერსიტეტში მიმდინარე აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; (შესაბამისი კითხვარების შევსება, ინფორმაციის დამუშავება, პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირებისათვის დროული მიწოდება, ექსპერტებთან შეხვედრა, ინტერვიუ, საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომებში მონაწილეობა და სხვ.);
- უნივერსიტეტის "უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის წესის" თანახმად მოქმედება საჭიროების შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ექთნის კვალიფიკაცია (განიხილებიან აგრეთვე მედიცინის პროგრამის სტუდენტები, რომლებიც არიან მე-4 კურსზე ან უფრო მაღალ საფეხურზე).
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი (სასურველია);
- ინგლისური ენის ცოდნა (A2);
პიროვნული თვისებები და უნარები:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
- კომუნიკაციის კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიზის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 2 ოქტომბერი.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად 1 წლის ვადით დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.