ექთანი — პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა — ლოგო
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა

ექთანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე შემდეგ განყოფილებაში: მოზრდილთა რეანიმაციაში მორიგე ექთანი განყოფილების (სამუშაო გრაფიკი: 16 სთ მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს)

ძირითადი მოვალეობები:

  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საექთნო დოკუმენტწარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
  • სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
  • პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი/მედდის კვალიფიკაციის დიპლომი ან ცნობა უნივერსიტეტიდან (მინიმუმ VII სემესტრი)

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 09 ოქტომბრამდე.