ექთანი — European Fertility Clinic

European Fertility Clinic

ექთანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ევროპიან ფერტილითი კლინიკა" (European Fertility Clinic) ეძებს მოტივირებულ, კვალიფიციურ და პასუხისმგებლობიან გუნდის ახალ წევრს ექთნის პოზიციაზე. თუ გსურთ იმუშაოთ თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების მქონე პროფესიონალთა გუნდში, გელით ჩვენთან!

ადგილმდებარეობა: თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშაო დღე), შაბათი აუცილებელი, მის ნაცვლად კვირის ერთი რომელიმე დღე დასვენება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება: აუცილებელია შესაბამისი პროფილური სამედიცინო განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება: რეანიმაციასა და ანესთეზიოლოგიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური უნარები: სამედიცინო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ენების ცოდნა: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);

პიროვნული თვისებები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass (ფიტპასი);
  • 20%-იანი ფასდაკლება კლინიკის სამედიცინო მომსახურებებზე;
  • 50%-იანი ფასდაკლება კლინიკის შიდა კაფეტერიაში.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ