ექთანი — პრემიუმ მედსერვისი

პრემიუმ მედსერვისი

ექთანი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის პრეანალიზურ მიმართულებაში ექთნის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზ.33ბ

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები); პლუს ბონუსები

ძირითადი ფუნქციები:

  • ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით;
  • კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების დამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში;
  • მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი;
  • ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ინტეგრაციის მოდულის მართვა;
  • საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ფერშალ-ლაბორანტი);
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის მენეჯმენტი;
  • სისხარტე, ოპერატიულობა.