ექიმის ასისტენტი უროლოგიის განყოფილებაში
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე უროლოგიის განყოფილებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების (მედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის მიმართულებები) კურსდამთავრებულები და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ძირითადი ფუნქციები:
- გეგმიური და გადაუდებელი პაციენტების მიღება, ელექტრონულ ბაზაში გაფორმება;
- პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
- პაციენტებთან ურთიერთობა;
- უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანობა, გულისხმიერება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.