ექიმის ასისტენტი — European Fertility Clinic

European Fertility Clinic

ექიმის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

European Fertility Clinic აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

თუ გსურთ გახდეთ თანამედროვე და პროფესიონალური სამედიცინო გუნდის წევრი, იმუშაოთ სტაბილურ გარემოში და მონაწილეობა მიიღოთ პაციენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, გიწვევთ შემოუერთდეთ "European Fertility Clinic"-ის გუნდს.

სამუშაო პირობები:

  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, 33 კრწანისის II შესახვევი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ექიმების სამედიცინო დოკუმენტაციის ორგანიზება და მართვა;
  • პაციენტების სამედიცინო ისტორიების დამუშავება და ადმინისტრირება;
  • კლინიკის შიდა პროგრამაში მონაცემების აღრიცხვა და განახლება;
  • ჯანდაცვის ელექტრონულ პორტალზე მუშაობა;
  • ექიმების ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის სიზუსტისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან და პაციენტების ისტორიებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ენების ცოდნა:

  • ინგლისური - სამუშაო დონეზე;
  • რუსული - სამუშაო დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ, მშვიდ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის ბენეფიტს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ