ექიმი-რეზიდენტი - პროფილი უროლოგია — ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი — ლოგო
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ექიმი-რეზიდენტი - პროფილი უროლოგია

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს მიღებას უროლოგიის რეზიდენტურის პროგრამაზე. გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღოთ დასავლური სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული და თეორიული განათლება მაღალი პროფესიონალიზმისა და სამედიცინო ეთიკის მქონე გუნდთან ერთად.

რას გთავაზობთ:

  • პროფესიული დახელოვნება: მომზადება დასავლური სტანდარტების უროლოგიურ ცენტრში;
  • ქირურგიული პრაქტიკა: პროფესორის ასისტირება ენდოსკოპიურ, ლაპაროსკოპიულ, ონკოუროლოგიურ და რეკონსტრუქციულ ოპერაციებში;
  • ტექნოლოგიური უპირატესობა: თავისუფალი წვდომა მაღალტექნოლოგიურ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდებთან;
  • სამეცნიერო საქმიანობა: აქტიური მონაწილეობა კლინიკურ და აკადემიურ კვლევებში;
  • კარიერული ზრდა: პროფესიული განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ძირითადი მიმართულებები:

  • მოზრდილთა და ბავშვთა უროლოგია
  • ონკო-უროლოგია
  • რეკონსტრუქციული უროლოგია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაღალი მოტივაცია პროფესიული დახელოვნებისა და კარიერული ზრდისთვის;
  • მზაობა ყველა ტიპის უროლოგიურ ოპერაციასა და კლინიკურ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის;
  • ინტერესი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისადმი;
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ