ექიმი რეანიმატოლოგი
სამედიცინო კომპანია ჯეომედი აცხადებს ვაკანსიას ექიმი რეანიმატოლოგის პოზიციაზე, პაციენტების როგორც საერთაშორისო ავია, ასევე სახმელეთო სამედიცინო ტრანსპორტირების მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალ ანაზღაურებას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო ტრანსპორტირების პროცესში მონაწილეობას;
- პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას;
- თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფილ გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის მდგომარეობის შეფასება ტრანსპორტირებამდე;
- პაციენტის მონიტორინგი და მართვა ტრანსპორტირების პროცესში;
- გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა საჭიროების შემთხვევაში;
- ავია და სახმელეთო სამედიცინო ტრანსპორტირების პროტოკოლების დაცვა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- რეანიმატოლოგის / ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის მოქმედი სერტიფიკატი;
- ინტენსიური თერაპიის ან გადაუდებელი მედიცინის გამოცდილება;
- კრიტიკული პაციენტის მართვის პრაქტიკული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.