ექიმი-რადიოლოგი — კარდიოლოგიური კლინიკა გული

კარდიოლოგიური კლინიკა გული — ლოგო
კარდიოლოგიური კლინიკა გული

ექიმი-რადიოლოგი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრებს და აცხადებს ვაკანსიას ექიმი-რადიოლოგის პოზიციაზე.

საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

  • კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა პაციენტებისთვის;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესების შესაბამისად;
  • რადიოლოგიური კვლევების შედეგების ზუსტი ინტერპრეტაცია და დიაგნოსტიკა.
  • სისხლძარღვების დუპლექს-სკანირებისა და ფერადი დოპლეროგრაფიული კვლევების ჩატარება (ექსტრაკრანიალური, ტრანსკრანიალური, ზემო და ქვემო კიდურების მაგისტრალური სისხლძარღვები, მუცლის ღრუს ორგანოების სისხლძარღვები და სხვა).
  • დეტალური, მაღალპროფესიული სამედიცინო დასკვნების მომზადება.
  • კომპანიის შიდა პროტოკოლის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • შესაბამის სპეციალობაში ლიცენზიის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება – მინიმუმ 3 წელი (დოპლეროგრაფიის მიმართულებით)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტრური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიახლეების ათვისების უნარი;
  • მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ.მანაგაძის ქ. 3

უპირატესობები:

  • კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა
  • ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ