ექიმი-მიკრობიოლოგი — მედ-დიაგნოსტიკა

მედ-დიაგნოსტიკა — ლოგო
მედ-დიაგნოსტიკა

ექიმი-მიკრობიოლოგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს; COVID 19-ის მიმართულებით კვლევებს როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით.

"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-მიკრობიოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N4

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში არსებული ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • კალიბრაციის და შიდალაბორატორიული კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით;
  • ხარისხის გარე კონტროლის პროცედურების შესრულება და შედეგების ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვა; შედეგების სტატისტიკური ანალიზის ჯგუფური განხილვა, არავალიდური გადახრების ანალიზი, პოტენციური მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრის პროცედურების განხორციელება;
  • ოპერატორული მოვლის "maintenance" პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის კალენდრის მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტირება აღრიცხვის ფორმაში;
  • საანალიზო პროცედურების შესრულება დროულად და ხარისხიანად.
  • გამოკვლევის შედეგების დამუშავება, შესაბამისობის კონტროლი და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში.
  • რეაქტივები, საკალიბრო მასალების და საკონტროლო ხსნარების ვადების ქრონოლოგიის მკაცრი დაცვა; მარაგების თვალყურის მიდევნება; მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერების პროცესების უზრუნველყოფა და წარმოშობილი აუცილებლობების იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
  • სამუშაო პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემური საკითხის განხილვა ლაბორატორიის ადმინისტრაციულ გუნდთან.
  • შიდა პროცედურებში განსაზღვრული მოვალეობების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - /ბიოლოგიის/მედიცინის/ განხრით;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
  • ლაბორატორიული პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა. ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა.
  • პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეს გადარჩევა
  • ინდივიდუალური გასაუბრება