ექიმი ლაბორანტი — ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი — ლოგო
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ექიმი ლაბორანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ექიმი ლაბორანტი

ჩვენ შესახებ

"გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

სამუშაო დრო და ადგილი:

  • მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას N1
  • სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლაბორატორიული კვლევების (ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ჰემატოლოგიური და სეროლოგია) ჩატარება და მიღებული შედეგების ანალიზი/ვალიდაცია;
  • ლაბორატორიაში არსებული თანამედროვე ნახევრად ავტომატიზებული ანალიზატორებისა და დამხმარე აპარატურის მართვა, გამართული მუშაობის კონტროლი;
  • შიდა და გარე ხარისხის კონტროლის (QC) ყოველდღიური მონიტორინგი და სტანდარტების დაცვა;
  • მიღებული შედეგების დროული და ზუსტი ასახვა ლაბორატორიულ შიდა პროგრამულ სისტემაში;
  • ლაბორატორიის მუშაობის პროცესში დადგენილი სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP) და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით "ლაბორატორიული მედიცინა";
  • თანამედროვე ლაბორატორიული აპარატურის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული სპეციალობით;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ბენეფიტები:

  • კომფორტულ და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და კოლეგიალურ ატმოსფეროს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ