პრემიუმ მედსერვისი
ექიმი კარდიოლოგი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
კლინიკა "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი კარდიოლოგის პოზიციაზე თბილისში.
სამედიცინო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატის წარმოდგენა;
- მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტში;
ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
- ელექტროკარდიოგრამის გადაღება და წაკითხვა;
- ჰოლტერის გადაღება და წაკითხვა;
- წნევის 24-საათიანი მონიტორინგის გადაღება და წაკითხვა;
- საერთაშორისო გაიდლაინების და შიდა პროტოკოლების ზედმიწევნით ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით