ექიმი კარდიოლოგი — ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ექიმი კარდიოლოგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე ნახევარი განაკვეთი
"გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ექიმი კარდიოლოგი.

ჩვენს შესახებ:

"გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

სამუშაო დრო და ადგილი:

მისამართი: კ. ჩაჩავას N1
სამუშაო დრო: კვირაში 3 დღე (სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი); 09:00-18-00 საათამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების კონსულტირება და გამოკვლევა;
** დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გეგმის შედგენა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინიკის სტანდარტებისა და პროტოკოლების დაცვა;
** სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა პაციენტის მართვის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება ექიმი კარდიოლოგის სპეციალიზაცია.
** პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

ვაკანსიით