ექიმი კარდიოლოგი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ექიმი კარდიოლოგის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი კარდიოლოგიაში;
- გულის ულტრაბგერის სრულყოფილი ცოდნა;
- კარდიოლოგიისა და შინაგანი მედიცინის ცოდნა მაღალ დონეზე;
- კარდიოლოგიის განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.
- საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- კარდიოლოგიური პაციენტების მართვა;
- მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში;
- სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
პიროვნული თვისებები:
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- გულისხმიერება;
- ორგანიზებულობა;
- აკურატულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.