ექიმი დიეტოლოგი - ნუტრიციოლოგი- ბათუმი — მედ ფუდ 2026

მედ ფუდ 2026

ექიმი დიეტოლოგი - ნუტრიციოლოგი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "მედ ფუდ 2026" აცხადებს ვაკანსიას ექიმი დიეტოლოგი - ნუტრიციოლოგის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი (შესაძლებელია დისტანციურად / ონლაინ მუშაობა)

დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი / შეთანხმებით

პოზიციის მიმოხილვა

შპს "მედ ფუდ 2026" აცხადებს ვაკანსიას ექიმი დიეტოლოგ - ნუტრიციოლოგის პოზიციაზე. ვაკანსია ითვალისწინებს კლინიკის პაციენტებისათვის ინდივიდუალური კვების მენიუს დამუშავებას, შეფასებასა და შესაბამისობის დადგენას. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია სრულად ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკის პაციენტებისათვის კვების რაციონისა და მენიუს დამუშავება / კორექტირება.
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის, სამედიცინო ჩვენებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მენიუს შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალთან კონსულტაცია კვების რეჟიმის ოპტიმიზაციისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექიმის სერტიფიკატი დიეტოლოგიის/ნუტრიციოლოგიის ან მიჯნავ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად).
  • დიეტოლოგიისა და თანამედროვე ნუტრიციოლოგიის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა.
  • სამედიცინო/კლინიკურ სფეროში კვების მენიუებთან მუშაობის გამოცდილება.
  • კომპიუტერულ პროგრამებთან და დისტანციური კომუნიკაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი.

პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • დროის ეფექტური მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი / შეთანხმებით (ონლაინ ფორმატი).
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და დატვირთვის შესაბამისად).