ძიძა/დამხმარე — ოჯახი

ოჯახი

ძიძა/დამხმარე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ოჯახში ვეძებთ პასუხისმგებლობიან, თბილ, ენერგიულ და ბავშვებთან ურთიერთობის მოყვარულ ბავშვის ძიძას/დამხმარეს, 9 წლის ბიჭისთვის.

ბავშვი არის თბილი, კომუნიკაბელური და აქტიური. დადის სკოლაში, სხვადასხვა წრეზე, სპორტულ და განმავითარებელ აქტივობებზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი:

  • თბილისი, საბურთალო
  • ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაოს დაწყება — 11:00-12:00 საათის ფარგლებში
  • სამუშაოს დასრულება — 20:00-21:00 საათის ფარგლებში, ბავშვის დღის განრიგის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბავშვის დახვედრა სკოლიდან დაბრუნების შემდეგ;
  • კვებაზე და დღის რეჟიმზე ზრუნვა;
  • სხვადასხვა წრეზე, სპორტულ და განმავითარებელ აქტივობებზე თანხლება;
  • საჭიროების შემთხვევაში მეცადინეობის პროცესის კონტროლი;
  • სეირნობა, გასართობ და შემეცნებით აქტივობებზე წაყვანა და თავისუფალი დროის საინტერესოდ ორგანიზება;
  • ბავშვის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე ზრუნვა;
  • მშობლებთან კომუნიკაცია ბავშვის დღის განრიგთან დაკავშირებით.

ბავშვის წრეებსა და სხვადასხვა აქტივობაზე სატარებლად ოჯახი უზრუნველყოფს ავტომობილით.

სასურველია:

  • ბავშვებთან ურთიერთობისა და მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის კარგი გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
  • მშვიდი, კეთილი, ენერგიული და პოზიტიური ხასიათი;
  • ბავშვის მიმართ ყურადღებიანი და მეგობრული დამოკიდებულება;
  • პედაგოგიური ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • რეკომენდაციის წარმოდგენის შესაძლებლობა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიპოვოთ სანდო და მზრუნველი ადამიანი, რომელიც ბავშვისთვის იქნება არა მხოლოდ დამხმარე, არამედ მეგობარი, მხარდამჭერი და სანდო უფროსი.

ანაზღაურება — შეთანხმებით. ღირსეულ კანდიდატს შევთავაზებთ შესაბამის და კონკურენტულ ანაზღაურებას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ