დისპეჩინგის კურსის ხელმძღვანელი — IBL

IBL

დისპეჩინგის კურსის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "IBL" ვაკანსიას დისპეჩინგის კურსის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

კომპანიის შესახებ

"IBL" ქართული აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან საქმიანობს და ბუღალტრული აღრიცხვისა და IT მიმართულებით 489 კომპანიას ემსახურება. კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა პროფესიული სასწავლო კურსები, რომლებიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

პოზიციის შესახებ

ვეძებთ დისპეჩინგის კურსის ხელმძღვანელს, რომელსაც აქვს სფეროში მუშაობის გამოცდილება და შეუძლია სტუდენტებისთვის დისპეჩინგის პროცესების, სამუშაო ინსტრუმენტებისა და ყოველდღიური ოპერაციების პრაქტიკული სწავლება.

ძირითადი მოვალეობები

** დისპეჩინგის სასწავლო კურსის დაგეგმვა და ჩატარება;
** დისპეჩინგის სამუშაო პროცესებისა და ოპერაციული ამოცანების სწავლება;
** სფეროში გამოყენებული ინსტრუმენტებისა და სამუშაო მეთოდების გაცნობა;
** პრაქტიკული სიტუაციებისა და სამუშაო ქეისების მომზადება;
** სტუდენტებისთვის პროფესიული უნარების განვითარებაში დახმარება;
** სტუდენტების ცოდნის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** დისპეჩინგის მიმართულებით პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
** ტრენერად ან ლექტორად მუშაობის გამოცდილება;
** სფეროს სამუშაო პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნა;
** სასწავლო მასალების მომზადებისა და აუდიტორიასთან მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და ცოდნის გადაცემის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს

თუ თქვენი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა შეესაბამება აღნიშნულ პოზიციას და გაქვთ სწავლებისა და ცოდნის გაზიარების გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "დისპეჩინგის კურსის ხელმძღვანელი".

მოხარული ვიქნებით, გავეცნოთ თქვენს პროფესიულ გამოცდილებას და განვიხილოთ IBL-ის გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16.11.2026

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ