დირექტორის თანაშემწე — ემ თი ეი

ემ თი ეი — ლოგო
ემ თი ეი

დირექტორის თანაშემწე

₾2250.0 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეაი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა. შპს "ემ თი ეაი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორაციული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ: ** კორპორაციულ სატელეფონო ბალანსს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი); ** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს. სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00) სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: ხელზე ასაღები - 2250 ლარი თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის დირექტორისთვის შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და ვიზიტების ორგანიზება; ** დირექტორისა და თანამშრომლებისთვის საზღვარგარეთის მივლინებების ორგანიზება (ტრანსპორტისა და საცხოვრებლის მოძიება, დაჯავშნა); ** შეხვედრების ოქმების წარმოება და დავალებების შესრულების კონტროლი; ** ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობა; ** სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის მართვა; ** საჭიროების შემთხვევაში, შემოსულ წერილებზე პასუხის მომზადება-გაგზავნა; ** სხვადასხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია; ** სტუმრების მიღება და შესაბამისი საოფისე ეტიკეტის დაცვა; ** კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სავალდებულოა ადმინისტრაციულ ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; ** სავალდებულოა MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის ცოდნა; პიროვნული მახასიათებლები: ** დროის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** შედეგებზე ფოკუსირება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა. შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება.