ადმინისტრატორი- გუდაური
სასტუმრო "MONTE" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ლოკაცია: გუდაური სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. სასტუმროში არის განთავსებული 31 ნომერი, რესტორანი, ლობი ბარი, გასართობი და სპა ზონა. სამუშაო განაკვეთი: სრული ხელფასი: 1300 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება); ** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში საჭირო ინფორმაციის გადაცემა; ** შემოსული რეზერვაციების და სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** სასტუმროს პროგრამაში (area.ly) მუშაობა პოზიციისთვის განკუთვნილი ფუნქციებით; ** მომხმარებლებთან სატელეფონო, პირდაპირი თუ ელ-ფოსტით კომუნიკაცია, მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; ** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მათი სწორი გადამისამართება; ** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და სწრაფი გადაჭრის გზების მოძიება; ** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება. საჭირო უნარები: ** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. პირობები: ** სასტუმრო უზრუნველყოფს კვებითა და საცხოვრებლით. ** გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.