დირექტორის მოადგილე- ქუთაისი
დირექტორის მოადგილე - ფინანსებისა და საოპერაციო მიმართულებით
ქუთაისში მოქმედი წამყვანი სამედიცინო ჯგუფი ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ფინანსებისა და საოპერაციო მიმართულებით.
პოზიციის მიზანი:
პოზიციის მიზანია დირექტორთან უშუალო თანამშრომლობა, ფინანსური და საოპერაციო მიმართულებების მართვა, გუნდების ხელმძღვანელობა და კომპანიის სტრატეგიული და მმართველობითი გადაწყვეტილებების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა.
ძირითადი მოვალეობები
ფინანსური მიმართულება:
- ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების კოორდინაცია;
- ფინანსური მაჩვენებლების, შემოსავლების, ხარჯებისა და ფულადი ნაკადების კონტროლი;
- ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგების ორგანიზება;
- ფინანსური ანალიზისა და რეკომენდაციების მომზადება;
- ფინანსური რესურსებისა და რისკების მართვის კოორდინაცია;
- ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის კოორდინაცია.
საოპერაციო მიმართულება:
- კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების მართვა და კოორდინაცია;
- სტრუქტურულ ერთეულებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება, სტანდარტიზაცია და ოპტიმიზაცია;
- საოპერაციო პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ორგანიზება;
- კომპანიის რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
- სტრატეგიული და საორგანიზაციო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა.
გუნდებისა და ადამიანური რესურსების მართვა:
- ფინანსური და საოპერაციო გუნდების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
- ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განაწილება და დელეგირება;
- თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
- გუნდების პროფესიული განვითარებისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა;
- გუნდებს შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციულ ცვლილებებსა და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების / ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
- მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
- ფინანსური და საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება;
- ბიზნეს პროცესების შეფასებისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
- ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების, ანგარიშგებისა და ანალიზის ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი, 2026.