დიასახლისი (კურორტი „შარეულა“, რაჭა) — კურორტი შარეულა

samushao.ge
კურორტი შარეულა — ლოგო
კურორტი შარეულა

დიასახლისი (კურორტი „შარეულა“, რაჭა)

₾1500 ახალი ამბროლაური · ადგილზე სრული განაკვეთი

კურორტი "შარეულა" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე დიასახლისს, რომელიც იზრუნებს კურორტის სისუფთავესა და მოწესრიგებულ გარემოზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კოტეჯების დალაგება და სტუმრების მისაღებად მომზადება;
  • რესტორნისა და საერთო სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სამზარეულოს დალაგება და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • კურორტის ტერიტორიის სისუფთავეზე მუდმივი ყურადღების მიქცევა;
  • საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიური საოჯახო საქმეების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული;
  • შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სეზონურ დასაქმებას სექტემბრის ბოლომდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • სრულ სამჯერად კვებას;
  • სასიამოვნო და მშვიდ სამუშაო გარემოს ბუნების შუაგულში.

ანაზღაურება: 1,500 ლარი (ნეტი- ხელზე ასაღები)

სამუშაო ადგილი: რაჭა, სოფ. ზედა ღვარდია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

დასაქმების ტიპი: სეზონური (ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე)