დღის ექთანი - სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის დღის ექთნის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 9:00-18:00
განყოფილება: სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი
ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)
- ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;