დერმატოლოგი
კლინიკა "ადორი" აცხადებს ვაკანსიას დერმატოლოგის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ანა კალანდაძის 5.
სამუშაო გრაფიკი: სრული ან/და ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი (შესაბამისი განათლების დამადასტურებელი მოწმობა);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პრეზენტაბელურობა;
- საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის მიღება, ინეტრვიურება, დიაგნოსტირება და ანამნეზის შეკრება;
- პაციენტების მონიტორინგი და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა კლინიკაში არსებული მკურნალობის სქემის შესახებ;
- კლინიკაში არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
- მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა.